ოტია იოსელიანი


დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს სოფელ გვიშტიბში (წყალტუბოს რაიონი).

სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. ინსტიტუტს მალე დაანება თავი და ჩაირიცხა თბილისის სამხატვრო აკადემიის მოსამზადებელ კურსებზე. 


1961 წელს დაამთავრა სსრკ მწერალთა კავშირთან არსებული უმაღლესი ლიტერატურის კურსები.

მისი პირველი ნაწარმოები 1954 წელს დაიბეჭდა. 

მოთხრობების პირველი კრებული ,,კარის მეზობლები“ გამოიცა1957 წელს.  

1960 წელს გამოვიდა ოტია იოსელიანის საბავშვო სათავგადასავლო წიგნი ,,უთაური ბიჭის თავგადასავალი”.

1961 წელს გამოაქვეყნა რომანი ,,ვარსკვლავთცვენა”, ასვე პიესა ,,ადამიანი იბადება ერთხელ”, რომელიც დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში.

1972 წელს საბჭოთა მწერალმა გამოსცა რომანი ,,ტყვეთა ტყვე”.

1973 წელს ,,ნაკადულმა” გამოსცა ოტის იოსელიანის ,,დაჩის ზღაპრები”.

1981-82 წლებში გამოვიდა მწერლის რჩეული ორტომეული, ხოლო 1989-91 წლებში გამოიცა ოტია იოსელიანის ისევ ორტომეული.

1999 წელს გამოიცა მისი 55 არაკი. 

2002 წელს გამოიცა მწერლის ახალი კრებული, რომელშიც 99 ლექსია შეტანილი.


ოტის იოსელიანის ნაწარმოებები თარგმნილია: რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. აგრეთვე სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად. 

ოტია იოსელიანი გახლდათ ავტორი ოცამდე პიესისა, რომელთაგან: ,,ადამიანი იბადება ერთხელ”, ,,სანამ ურემი გადაბრუნდება”, ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი”, ,,ურემი გადაბრუნდა” დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში.

ავტორია კინო-სცენარებისა: ,,ჩქარი მატარებლიდან”,,ლევანა”, ,,თეთრი ქალიშვილი”, ,,აკაციის ყვავილობა”, ,,ცეცხლთან თამაში”, ,,ბოშას კოცნა”, ,,მალე გაზაფხული მოვა”, ,,ჩემი ქალაქის ვარსკვლავი”.

გარდაიცვალა 81 წლის ასაკში 2011 წლის 14 ივლისს.

ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ოტია იოსელიანი 19 ივლისს, საკუთარ ეზოში დაკრძალეს. ეზოში დაკრძალვის გადაწყვეტილება ოჯახმა მწერლის ანდერძის საფუძველზე მიიღო.



Additional Info

  • სახელი/გვარი: ოტია იოსელიანი
  • ქალაქი/სოფელი : გვიშტიბი
  • დაბადების წელი: 1930
  • გარდაცვალების წელი: 2011

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates