ნინო ნაკაშიძე


ნინო იოსების ასული ანთაძე დაიბადა 1872 წლის 13 იანვარს სოფელ ბახვში  (ახლანდელი ოზურგეთის რაიონი).

თავიდან ის ოზურგეთის ორკლასიან საწავლებელში მიაბარეს, ხოლო 1892 წელს კი  სწავლაშ განაგრძობს  თბილისის საბებიო ინსტიტუტში.

1894 წელს ნინო ანთაძე  ცოლად გაჰყვა ილია ნაკაშიძეს, გადავიდა ქმრის გვარზე და ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა.

1902 წელს შედგა ნინო ნაკაშიძის ლიტერატურული დებიუტი - ლექსი ,,იმედი’' გამოქვეყნდა  ჟურნალში ,,ვალსი“.

1903 წელს  გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობა ,,ძიძა”, 1904 წელს კი, პირველი საბავშვო მოთხრობა.

ნინო ნაკაშიძე აქტიურად მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციაში. 1906 წელს ზედმეტი აქტიურობისთვის ის რამდენიმე თვით დააპატიმრეს, ხოლო 1908 წელს კი გადაასახლეს ვიატკის გუბერნიაში.

1907 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა ,,ასპიროზის დახვრეტა”. ამავე წელს, ასევე მოთხრობა -  ,,გურიის სოფელში’'. 1908 წელს  იწერება ცნობილი პიესა - ,,ვინ არის დამნაშავე”.



ნინო ნაკაშიძემ დიდი ამაგი დასდო ქართულ საბავშვო მწერლობას. ის პირადად იცნობდა ლევ ტოლტოის და იზიარებდა მის პედაგოგიურ შეხედულობებს.

ბავშვის აღზრდის მახინჯ სისტემას თავის შემოქმედებაში ის წინ აღუდგა მოთხრობით ,,საწყალი ლევანი’'.

18 წლის განმავლობაში ნინო ნაკაშიძე (1910-28) რედაქტორობდა ჟურნალ „ნაკადულს“.

1905 წელს გამოქვეყნდა საბავშვო მოთხრობა ,,ბავშვები და ბეღურები”,  1909 წელს ,,პატარა მეხრეს”, ხოლო 1921 წელს - ,,ბოჩოლა”. 1945 წელს იწერება აგრეთვე მოთხრობა ,,თბილისი’’, ხოლო 1946 წელს - ,,შურისძიება’’.

1946 წელს გამოდის ნინო ნაკაშიძის მოგონებები - ,,ლევ ტოლსტოვის ახლოს’’ ,,ილია ჭავჭავაძის გარშემო’’, ,,ჟურანალის ნაკადულის ირგვლივ”.

ამ პერიოდში იწერება პიესები: ,,კოტეს დანაშაული” და ,,ჩვენ გავიმარჯვებთ” .

ნინო ნაკაშიძე  გახლდათ პირველი ქართული საბავშო თეატრის ერთ-ერთი დამაარსებელი.

ის დაჯილდოებულია ,,საპატიო ნიშნის” ორდენითა და სხვადასხვა მედლებით.

ნინო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1963 წლის  2 ივლისს ქალაქ თბილისში.



Additional Info

  • სახელი/გვარი: ნინო ნაკაშიძე
  • ქალაქი/სოფელი : ბახვი
  • დაბადების წელი: 1872
  • გარდაცვალების წელი: 1963

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates