6 ქვეყნის მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ
ღონისძიებები

6 ქვეყნის მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ




3 დეკემბერს მწერალთა სახლში გაიმართება საქართველოს პენცენტრის პროექტის „მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“ შემაჯამებელი კონფერენცია.
 
პროექტში მონაწილე 6 ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) პოპულარული მწერლები თბილისში ისაუბრებენ სიძულვილის ენაზე და თავიანთი ქვეყნების გამოცდილებაზე ამ პრობლემასთან მიმართებით.
 
პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) სიძულვილის ენის შესახებ დისკუსიების წარმოება და შედეგად, საზოგადოების ინფორმირება. პროექტის ფარგლებში ტარდება სამი საჯარო ლექცია და კონფერენცია.
 
კონფერენციის მომხსენებლები და პროექტის მონაწილეები არიან:
 
ჰასმიკ სიმონიანი (სომხეთი);
მარინე პეტროსიანი (სომხეთი);
ალი ნოვრუზოვი (აზერბაიჯანი);
გიუნელ მოვლუდი (აზერბაიჯანი);
ვოლია ჰაპეევა (ბელარუსი);
ულადისლაუ ივანოუ (ბელარუსი);
ირაკლი ლომოური (საქართველო);
ქეთევან ქანთარია (საქართველო);
ინნა ჩებოტარი (მოლდოვა);
პაულა ერიზნაუ (მოლდოვა);
ოსტაპ სლივინსკი (უკრაინა);
იური ზავადსკი (უკრაინა).
 
კონფერენციაზე ავტორები ისაუბრებენ მშობლიურ ქვეყნებში არსებული ვითარებისა და სიძულვილის ენასთან ბრძოლის შესახებ. ამ საკითხზე მათ მიერ მომზადებული სტატიები გამოქვეყნებულია პროექტის ვებგვერდზე www.hatecontrol.ge 
 
პროექტი ხორციელდება "გერმანიის მარშალის ფონდის", Black Sea Trust-ის მხარდაჭერით.
 
კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.
დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/WU7BizphNWsH4rsi8 
 
ხანგრძლივობა: 10:30 – 16:00
 
ჩატარების ადგილი: მწერალთა სახლი, ივანე მაჩაბლის ქ. #13
 
კონფერენციის დეტალური პროგრამა
 

 

 

Conference: Writers Against Hate Speech

3 December, 11:00. Writers’ House of Georgia

11:00

Opening: Paata Shamugia

Introducing  Project and Participants

11:10

Yury Zavadsky

Youkraine: See the Enemy Inside

11:30

Ostap Slyvynsky

Hate Speech in the Times of Hybrid Conflicts. Ukrainian-Russian War of Words

11:50

Volha Hapeyeva

When Words Torture and Kill

12:10

Marine Petrossyan

Hate Speech and the Fear of New Things

12:30

Hasmik Simonian

The Women that Changed the World

12:50

Ali Novruzov

Hate Shall Have No Dominion

13:10

Coffee Break

14:00

Paula Erizanu

Hate Thy Neighbour As Thyself

14:20

Inna Cebotari

Hate Speech and Corruption

14:40

Keti Kantria

Hate Speech Again

14:55

Irakli Lomouri

Hate Speech in Georgian

15:10-16:00

Discussion

Against Hate Speech: Fight or Resistance?


 

 

 

კონფერენცია: მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ

3 დეკემბერი, 11:00. მწერალთა სახლი.

11:00

კონფერენციის გახსნა: პაატა შამუგია

პროექტის და მონაწილეების წარდგენა

11:10

იური ზავადსკი

Youკრაინა: დაინახე მტერი შენში

11:30

ოსტაპ სლივინსკი

სიძულვილის ენა ჰიბრიდული კონფლიქტის დროს. უკრაინულ-რუსული სიტყვების ომი

11:50

ვოლია ჰაპეევა

როცა სიტყვები (გ)აწამებს და (გ)კლავს

12:10

მარინე პეტროსიანი

სიძულვილის ენა და სიახლეების შიში

12:30

ჰასმიკ სიმონიანი

ქალები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

12:50

ალი ნოვრუზოვი

სიძულვილი ვერ უნდა გაბატონდეს

13:10

ყავის შესვენება

14:00

პაულა ერიზანუ

შეიძულე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი

14:20

ინა ჩებოტარი

სიძულვილის ენა და კორუფცია

14:40

ქეთი ქანთარია

კიდევ ერთხელ სიძულვილის ენის შესახებ

14:55

ირაკლი ლომოური

სიძულვილის ენა ქართულად

15:10-16:00

დისკუსია

სიძულვილის ენის წინააღმდეგ: "ბრძოლა" თუ "წინააღმდეგობა"?

 

 
 
 


ამავე კატეგორიაში



პარტნიორები