განცხადებები

ქართველი გამომცემლებისა და მწერლების ღია წერილი

საქართველოს ღია მმართველობის უწყებათაშორის
 
საკოორდინაციო საბჭოს,
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
 
განვითარების სამინისტროს,
 
 
 
21 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, ქართველმა გამომცემლებმა და წიგნის გამავრცელებლებმა უმოკლეს დროში გადავინაცვლეთ ონლაინ პლატფორმაზე, რათა არ შეფერხებულიყო სასურველი წიგნის მკითხველამდე დროულად და უსაფრთხოების დადგენილი წესებით მიწოდების პროცესი.
 
ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ბრძანებით შეიზღუდა საგამომცემლო საქმიანობა და წიგნების ონლაინ გაყიდვები. ცნობისათვის უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის შეზღუდვა საგამომცემლო სფეროს მიმართ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს, არ გამოუყენებია მსოფლიოს არც ერთ დიდ თუ პატარა ქვეყანას. რადგან მიჩნეულია, რომ ეს არა მხოლოდ ბიზნესისა და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის არის გადამწყვეტი, არამედ მოსახლეობისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იზოლაციის დროს წიგნების ხელმისაწვდომობა შენარჩუნდეს.
 
ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეები და კულტურულ-საგანმანათლებლო და ლიტერატურულ პროცესში აქტიურად ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები და მწერლები, ვემორჩილებით საშიშ პანდემიასთან ბრძოლის პოლიტიკას და იმ პრევენციულ ზომებს, რომელსაც სახელმწიფო იღებს კრიზისულ პერიოდში, სრულად ვიაზრებთ საკუთარ პასუხიმგებლობასაც ამ ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, საგამომცემლო სექტორი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სასწავლო პროცესის შეჩერებისთანავე გამოიჩინა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და 6000-ზე მეტი ელექტრონული წიგნი, მათ შორის სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე რესურსები სრულიად უსასყიდლოდ ხელმისაწვდომი გახადა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
 
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, წიგნების მაღაზიებისა და სხვა ტიპის საჯარო გაყიდვის წერტილების დახურვამ მოკლე დროში უდიდესი ზარალი მიაყენა ამ სექტორს, თუმცა ჩვენ ვცდილობდით ეს ზიანი დამანგრეველი არ ყოფილიყო და ამ მიმართულებით ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ სფეროს სასიცოცხლოდ ეხმარებოდა ონლაინ გაყიდვების კომპონენტი, რისი შეზღუდვის შემთხვევაში წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა სექტორი, ფაქტობრივად, შეწყვეტს ფუნქციონირებას. 
 
იმედი გვაქვს, გაითვალისწინებთ ჩვენს თხოვნას, რომ აღდგეს საგამომცემლო საქმიანობისა და ონლაინ გაყიდვების შესაძლებლობა, რაც მოგვცემს წიგნის მომზადების, გამოცემისა და მკითხველისთვის მიწოდების საშუალებას.  
 
ჩვენი მხრივ, სრულ მზადყოფნას გამოვთქვამთ დავაკმაყოფილოთ თქვენ მიერ სტანდარტით დადგენილი ყველა ის ნორმა, რომელიც დღეს, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციების საქმიანობას ითვალისწინებს. 
 
 
 
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და
 
გამავრცელებელთა ასოციაცია,
 
საქართველოს პენცენტრი,
 
 
ქართველი გამომცემლები და ავტორები
 
 
1.         გვანცა ჯობავა (საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია)
 
2.         პაატა შამუგია (საქართველოს პენცენტრი)
 
3.         თინათინ ბერიაშვილი
 
4.         ანა კოპალიანი
 
5.         თეონა დოლენჯაშვილი
 
6.         მამუკა ხანთაძე (გამომცემლობა „აზრი“)
 
7.         გაგა ნახუცრიშვილი
 
8.         ნიკა ლაშხია
 
9.         ნატო ინგოროყვა
 
10.       მარი კორინთელი (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“)
 
11.       თამთა მელაშვილი
 
12.       ლელა ცუცქირიძე
 
13.       ლაშა ბუღაძე
 
14.       თაზო ვაჩნაძე
 
15.       არჩილ ქიქოძე
 
16.       კატო ჯავახიშვილი
 
17.       დიანა ანფიმიადი
 
18.       შორენა შამანაძე
 
19.       ნიკა ჩერქეზიშვილი
 
20.       ნატა ლომოური (საქართველოს მწერალთა სახლი)
 
21.       დათო გორგილაძე
 
22.       სალომე ბენიძე
 
23.       ზვიად კვარაცხელია
 
24.       ირაკლი გაგნიძე (მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“)
 
25.       კახმეგ კუდავა (გამომცემლობა „ინტელექტი“)
 
26.       რუსუდან მოსიძე (გამომცემლობა „ბაკმი“)
 
27.       ალექსანდრე ლორთქიფანიძე
 
28.       ტორესა მოსი
 
29.       ნიკა სამუშია
 
30.       თინა მამულაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა)
 
31.       ნესტან ნენე კვინიკაძე
 
32.       მაია ალუდაური
 
33.       ჯულიეტა ჭელიძე (ელვა.ჯი)
 
34.       ნიკო კბილაძე (ელვა იმპორტი)
 
35.       გიორგი ზირაქაშვილი ( ლიკო+ გამომცემლობა ქართული)
 
36.       ოთარ ჯირკვალიშვილი
 
37.       ხვიჩა ყალაბეგაშვილი (გამომცემლობა „კალმოსანი“)
 
38.       ეკატერინე ტოგონიძე
 
39.       ირაკლი ბაკურიძე (წიგნის მაღაზია „წიგნები ბათუმში“)
 
40.       ზურა აბაშიძე
 
41.       ვახტანგ შათირიშვილი (გამომცემლობა „იურისტების სამყარო“)
 
42.       ხათუნა ცხადაძე
 
43.       თინათინ ასათიანი (გამომცემლობა „პალიტრა L“)
 
44.       თამრი ფხაკაძე
 
45.       ნინო სადღობელაშვილი
 
46.       მადო ელიაშვილი
 
47.       ნანა ჯანაშია
 
48.       მედეა იმერლიშვილი
 
49.       ლელა შუბუთიძე
 
50.       ბექა ქურხული
 
51.       მანანა კარტოზია (გამომცემლობა „სეზანი“)
 
52.       გია ქარჩხაძე (ქარჩხაძის გამომცემლობა)
 
53.       თამარ მეგრელიშვილი
 
54.       შოთა იათაშვილი
 
55.       რუსუდან რუხაძე
 
56.       მაია კუდავა (გამომცემლობა „არტანუჯი“)
 
57.       მანანა მათიაშვილი
 
58.       ანასტასია ინასარიძე (გამომცემლობა „ქართული“)
 
59.       ნინა სურამელაშვილი
 
60.       ზურაბ კიკნაძე
 
61.       დავით გაბუნია
 
62.       ნიკა კორტავა (წიგნის სადისტრიბუციო კომპანია „ირიათონი“)
 
63.       გიორგი შონია
 
64.       ლელა ფიროსმანიშვილი
 
65.       დარეჯან კიკოლიაშვილი

ამავე კატეგორიაში





პარტნიორები