გათავისუფლდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი
სიახლეები

გათავისუფლდეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

უკვე ერთი თვე გავიდა, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააპატიმრეს, რადგან, ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის თანახმად, მან ე.წ. საზღვრის კვეთა არ აღიარა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა.
 
საქართველოს პენცენტრი აპროტესტებს ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაპატიმრებას, მხარს უჭერს მის მიერ საზღვრის კვეთის არაღიარებას, რადგან ეს ტერიტორიები ოკუპაციამდე აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ საქართველოს ტერიტორიად, სადაც თავისუფლად უნდა შეეძლოს ცხოვრება და გადაადგილება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს. აღსანიშნავია, რომ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც საკუთარ პროფესიას ემსახურებოდა, მკურნალობდა ადამიანებს, მათ შორის - მოწინააღმდეგე მხარის დაჭრილებსაც.
 
საქართველოს პენცენტრი მოუწოდებს საერთაშორისო პენცენტრს მხარდაჭერისკენ და ითხოვს დახმარებას, რათა ექიმი გაფრინდაშვილი დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს.
 
საქართველოს პენცენტრი
ამავე კატეგორიაში





პარტნიორები