სიახლეები

ოლეგ სენცოვი თავისუფალია

×
Oleg Sentsov
ავტორის გვერდი 1970-08-22 24641
უკრაინელი რეჟისორი ოლეგ სენცოვი, 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ, გაათავისუფლეს. მას რუსეთის გამოძიება ტერორიზმს ედავებოდა.  რეჟისორი რუსეთ-უკრაინას შორის ამოქმედებული პატიმართა გაცვლის პროგრამის ფარგლებში გამოუშვეს სხვა პატიმრებთან ერთად. 
 
ოლეგ სენცოვს რუსულმა სასამართლომ 20-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოუტანა. ის პროტესტის ნიშნად 145 დღის განმავლობაში შიმშილობდა.
 
სენცოვი  2014 წლის მაისში, რუსმა ძალოვნებმა დააკავეს უკრაინის ყირიმის რეგიონში და გადაიყვანეს მოსკოვში ტერორიზმის დაუსაბუთებელი ბრალდებებით. უფლებადამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ბრალდებები იყო პოლიტიკურად მოტივირებული და ფალსიფიცირებული, და სავარაუდოდ, უკავშირდებოდა სენცოვის მხრიდან გამოთქმულ მკაცრ კრიტიკას რუსეთისადმი.
 
მედიის ცნობით, მხარეებმა 35-35 პატიმარი გაცვალეს. სენცოვთან ერთად, კიევში დაბრუნდა 24 მეზღვაურიც, რომლებიც რუსეთში იყვნენ დაპატიმრებულნი.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები