მორიგი პოლიტპატიმარი: ლაშა ჩხარტიშვილი ლობიოს გამო დააკავეს
სიახლეები

მორიგი პოლიტპატიმარი: ლაშა ჩხარტიშვილი ლობიოს გამო დააკავეს




დღეს აქტივისტი ლაშა ჩხარტიშვილი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. 

მისი ადვოკატის, ია სირანაშვილის განცხადებით, ჩხარტიშვილი იმის გამო დააპატიმრეს, რომ “ხელში ლობიოს მარცვლები ეჭირა და ჰაერში აყარა”. მისივე თქმით, რაიმე დარღვევის ფაქტები ბრალდების მიერ წარმოდგენილ ვიდეომტკიცებულებაში არ ჩანს.

“დაკავების ოქმში წერია, რომ ლაშას ხელში ეჭირა ლობიოს მარცვლები და აყარა ჰაერში. ამის გამო დააკავეს. სხვა მეტი არაფერი არ ჩანს იმ ვიდეომტკიცებულებაში, რომელიც ჩვენ გადმოგვეცა”, - განაცხადა ადვოკატმა.

8-დღიან პატიმრობასთან ერთად, მოსამართლემ ჩხარტიშვილი 300 ლარით დააჯარიმა. 

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ ქართული სასამართლო პოლიტიკური დაკვეთის შემსრულებელია. ნებისმიერი მშვიდობიანი საპროტესტო ფორმა, რომელიც არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არის მიმართული, ისჯება. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოუშვას პოლიტპატიმარი ლაშა ჩხარტიშვილი. 
 
საქართველოს პენცენტრი


ამავე კატეგორიაში





პარტნიორები