სიახლეები

თურქეთის ხელისუფლებამ მწერლებს შეუტია

×
ელიფ შაფაქი
ავტორის გვერდი 1970-08-22 19817

თურქეთში რამდენიმე მწერლის - მათ შორის, ელიფ შაფაქის - წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მსოფლიოში ცნობილ მწერალს პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა "გარდიანი" წერს.

გამოძიება შაფაქის მიერ გამოქვეყნებული პოსტის გამო დაიწყო. მის პოსტს ერთვოდა სხვა თურქი მწერლის, აბდულა შევკის რომანიდან ნაწყვეტი, რომელშიც ბავშვთა მიმართ ძალადობაზე იყო საუბარი. ამის შემდეგ პროკურატურამ შაფაქის წიგნების შესწავლა დაიწყო იმ მიზნით, რომ მათში სექსუალური კონტენტი აღმოეჩინა.

თუმცა, მხოლოდ ეთიკური ან ესთეტიკური მხარე არ არის აქ მნიშვნელოვანი. როგორც სხვადასხვა მედიაში წერენ, ელიფ შაფაქი არის თუქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის მეტოქის, ფეთჰულა გიულენის ნათესავი და ძალოვნების ინტერესიც სწორედ ამან გამოიწვია. 

საქართველოს პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლ თურქ მწერლებს. 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები