განცხადებები

პროექტი „მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ“

×
Photo © Council of Europe
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 30994

"მწერლების სიძულვილის ენის წინააღმდეგ" "საქართველოს პენცენტრის" პროექტია. მისი მიზანია აამაღლოს სამოქალაქო ცნობიერება სიძულვილის ენასთან დაკავშირებით და შესაბამისად, შეამციროს მისი გავლენა საზოგადოების სხვადასხვა სფეროზე.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიებისა და ლექციების ციკლის მოწყობა სიძულვილის ენასთან დაკავშირებით. გამოვკვეთთ მწერლების როლსა და ფუნქციებს მოწყვლადი ჯგუფებისა და უმცირესობების (რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური) წარმომადგენლების დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (საქართველო, სომხეთი,აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი) მწერლები ჩართოს ამ იდეის უკეთ გასავცრობად და განსახორციელებლად. 6 ქვეყნის 12 მწერალი იმსჯელებს, თუ რა მსგავსება და განსხვავებაა ქვეყნებს შორის ამ საკითხთან მიმართებით. 
 

პროექტის პარტნიორია გერმანიის მარშალის ფონდი. 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები