განცხადებები

პენცენტრის სოლიდარობა ჟურნალისტებს

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 1970-08-22 22524

ანრი ოხანაშვილმა "ტივი პირველის" ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძეს ამორალური და უზნეო უწოდა. უმრავლესობის დეპუტატს დიანა ტრაპაიძესთან უნდა ესაუბრა პოლიტიკური დაპატიმრებების სერიის შესახებ, თუმცა, უხერხული კითხვების თავიდან ასაცილებლად, ოხანაშვილი ჟურნალისტებს დაესხა თავს. 

იმ ფონზე, როდესაც ამავე ტელევიზიის (ტვ პირველი) დამფუძნებლებზე, სხვა ოპოზიციური არხების მფლობელებსა და მენეჯერებთან ერთად, არაერთი საქმე "შეკერა" ხელისუფლებამ, დეკადის წინანდელი საქმეები ამოუგდო მედიის მფლობელებს, უმრავლესობის დეპუტატი თავს უფლებას აძლევს და სხვებს (მით უმეტეს, მათ მიერ შევიწროებული ტელევიზიის ჟურნალისტებს) ამორალურს უწოდებს. ეს კი, მიგვაჩნია, რომ სხვა არაფერია, თუ არა ჟურნალისტების კომპეტენციაში უხეში ჩარევა და მათ მიერ უმართავ მედიაზე პირდაპირი თავდასხმა.  

გატირანებული ოლიგარქის ზურგს ამოფარებული უსახელო დეპუტატები ვერ მოინელებენ თავისუფალ მედიას, პირიქით კი - შესაძლებელია.

პენცენტრი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალ მედიას და ჟურნალისტებს, რომელთაც ხელისუფლების პოლიტიკის გამო მძიმე პირობებში უწევთ თავიანთი მოვალეობების შესრულება. 

საქართველოს პენცენტრის სახელით: პაატა შამუგია, პენცენტრის პრეზიდენტი 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები