ღონისძიებები

სიმპოზიუმი დემოკრატიული ფასეულობების დაცვისა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2018-09-25 30967

23 სექტემბერს, 10 საათიდან, თბილისში, სასტუმრო "რუმსში" გაიმართება საერთაშორისო სიმპოზიუმი სახელწოდებით „სიმპოზიუმი დემოკრატიული ფასეულობების დაცვისა და რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის შესახებ“. ღონისძიების ორგანიზატორები არიან „საქართველოს პენცენტრი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „ამერიკის პენცენტრი“.

გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოვლენ:

თომას მელია - ამერიკის პენცენტრის პრეზიდენტი

ჰ.ე. ულრიქ ტიდელსტრომი - შვედეთის ელჩი საქართველოში

ეკა გიგაური - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი

პაატა შამუგია - საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი

სიმპოზიუმზე წარმოდგენილი იქნება ე.წ. პანელური დისკუსიები, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მწერლები და პუბლიცისტები: დათო ტურაშვილი (საქართველო), გიორგი ლობჟანიძე (საქართველო), გვანცა ჯობავა (საქართველო), მარინა  ვაშაყმაძე (საქართველო), გიორგი კეკელიძე (საქართველო), პაატა შამუგია (საქართველო), რატი ამაღლობელი (საქართველო), ლაშა ბუღაძე (საქართველო), პრჟემისლავ ვიტკოვსკი (პოლონეთი), ტომას მელია (აშშ), მაია მიქაშავიძე (საქართველო).

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები